აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია ჩაუტარდათ.

ლაზერული მკურნალობის წინ ყველა პაციენტს სტანდარტულიოფთალმოლოგიური გამოკვლევების შემდეგ დამატებით რქოვანასტოპოგრაფია და აბერომეტრია ჩაუტარდათ. სადიაგნოსტიკო კომპიუტერულისისტემებით გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურადთითოეული პაციენტისთვის, შეირჩა მკურნალობის ტაქტიკა სპეციალურიპროგრამით.

აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებს ლაზერული მკურნალობა თვალის კლინიკა„ახალ მზერაში“ ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე,საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა დადეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეგიორგი ვოლსკი და კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათადოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი ესწრებოდნენ.

ექსიმერ-ლაზერული კორექცია მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესოსაშუალებაა. ეს მეთოდი გულისხმობს ექსიმერული ლაზერის სხივით რქოვანასფირმის შეცვლას და, შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიისახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის გასწორებას ანუ კორექციას.

banner
წინა სტატიაშიცხოველი, რომლის გადასარჩენად მაშველები გამოიძახეს, კრუასანი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიახაზარაძე: პარტნიორების ზეწოლით “ოცნებამ” გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დოკუმენტს