ხაზარაძე: მინდა მოგმართო ერთო რიგითო ამომრჩეველო, რომ ქვეყნის ხვალინდელი ბედი შენს ხელშია

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2020 20:32

ხაზარაძე: მინდა მოგმართო ერთო რიგითო ამომრჩეველო, რომ ქვეყნის ხვალინდელი ბედი შენს ხელშია

თბილისში რესპუბლიკის მოედანზე პოლიტიკური პარტია ლელო საქართველოსთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს.

პარტიის მხარდამჭერებს დისტანციურად მიმართა მამუკა ხაზარაძემაც, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ამ გზით ქვეყანაში არსებული ყველა გამოწვევა დაიძლევა.

“მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ თქვენს გვერდში არ ვარ დღეს, რადგან როგორც ბევრი ათასი ადამიანი ვებრძვი კოვიდს, მაგრამ ერთი წამით არ გამიჩერებია პოლიტიკური მუშაობა; რომ ეს მდგომარეობა, რაც საქართველოში ქართულმა ოცნებამ შეძლო, არ ჩავაბაროთ წარსულს.

მინდა მოგმართო ჩემო მეგობარო, ერთო რიგითო ამომრჩეველო, რომ შენი ქვეყნის ხვალინდელი ბედი შენს ხელშია, შენი ხმა გადამწყვეტია…სწორედ ერთი ადამიანის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, როგორი ქვეყანა გვექნება ჩვენ… ეს ჩაკეტილი წრე უნდა დამთავრდეს. ეს ჩაკეტილი წრე დამთავრდება სამ დღეში, მაგრამ ამისთვის საჭიროა რწმენა იმისა, რომ დავამარცხებთ ყველაზე დიდ მტერს. ესაა უმუშევრობა, უიმედობა, ნიჰილიზმი…ლელო შეიქმნა იმისთვის, რომ გააერთიანოს ქართველი საზოგადოება”,- თქვა მამუკა ხაზრაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 28, 2020 20:32