ნაფარეულში მანქანა ამობრუნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში.

მსუბუქი ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: მინდა მოგმართო ერთო რიგითო ამომრჩეველო, რომ ქვეყნის ხვალინდელი ბედი შენს ხელშია
შემდეგი სტატია“ოცნებაში” გადასვლაზე უარის შემდეგ ბოლნისში ენმ-ს მხარდამჭერს ცემეს