აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში გულეიკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
სოფელ გულეიკარში 2-კმ-იანი გზა მოასფალტდება.

აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს, დაახლოებით, 800-მდე მოქალაქე. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 100 000 ლარით ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინდიკო“ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი – “ქართული ოცნება” დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს!”
შემდეგი სტატიახაზარაძე: მინდა მოგმართო ერთო რიგითო ამომრჩეველო, რომ ქვეყნის ხვალინდელი ბედი შენს ხელშია