ხაზარაძე – ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, „ოცნება” ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა

პარტია „ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და სალომე სამადაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ.

როგორც „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, საუბრის მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი იყო.

„ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, მაგრამ ქართველი ხალხი მათ მხარდაჭერას იმსახურებს.

„საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, „ოცნება” ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა, ერთადერთი, ვინც მხარდაჭერას იმსახურებს, ეს ქართველი ხალხია და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ მხარდაჭერას მივიღებთ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მკაცრი და კონკრეტული ვალდებულებები ექნება შესასრულებელი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე მუშაობა ორი მოწვევის პარლამენტში მოხდა – მიუღებელია შენიშვნა თითქოს პარლამენტმა კანონი სწრაფად მიიღო
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მისცემენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს