ჯაფარიძე – „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მისცემენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს

პარტია “ლელოს” გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ საშუალებას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

როგორც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპის საბჭოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მკაცრი ვალდებულებების შესრულება მოუწევს.

“ქართველი ხალხი ევროკავშირში ინტეგრაციას იმსახურებს. გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის საბჭოში იქნება მიღებული, მკაცრ ვალდებულებებთან იქნება მიბმული, რომლის შესრულებაც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს. ჩვენ, “ლელო” და ქართველი ხალხი არ მივცემთ „ოცნებას” საშუალებას, კიდევ ერთხელ გააცუროს და გადააგდოს ჩვენი ევროპელი პარტნიორები და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, „ოცნება” ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ყველაზე კრიტიკულები სწორედ “ქართული ოცნების” ევროპელი პარტნიორები არიან შეფასებებში – ხელისუფლებამ ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ევროპას, თუ რეალურად სურს ვითარების გამოსწორება