თალაკვაძე – ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე მუშაობა ორი მოწვევის პარლამენტში მოხდა – მიუღებელია შენიშვნა თითქოს პარლამენტმა კანონი სწრაფად მიიღო

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე მუშაობა ორი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში მოხდა – არაერთ ფორმატში, ყველა საექსპერტო ჯგუფთან სრული ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი, – აღნიშნული განცხადება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნა იმის თაობაზე, თითქოს პარლამენტმა კანონი სწრაფად, კონსულტაციების გარეშე მიიღო.

“უსაფრთხოება საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელ რეგიონში, ნომერ პირველი გამოწვევაა. ცვლილებები შესაბამისობაშია ერთი მხრივ, სტანდარტებთან, მეორე მხრივ, უსაფრთხოების გამოწვევებთან, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. არავითარი უფლებადარღვევა, გაუარესება არ არის. მით უფრო კანონი მიღებული არ არის სწრაფად და შეუთანხმებლად. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, როდის დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა – სწრაფი და მოულოდნელი არ ყოფილა. ცვლილებები სათანადო განხილვებისა და დიდი ხნის მუშაობის შემდეგ მივიღეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი კრისტოფერ ლუ – აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
შემდეგი სტატიახაზარაძე – ხელისუფლებას ევროპაში მეგობრები არ ჰყავს, „ოცნება” ჩვენი პარტნიორებისთვის მიუღებელი ძალა გახდა