ხაზარაძე – იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება

იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

„დიდი ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის ყველა წევრს, ახლობელს, სრულიად საქართველოს.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩენილიყავით იმ ადგილას.

იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, არც სახლის და არც ქვეყნის მომავლის შენების, არც ასეთ ტყუილში ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშინიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს
შემდეგი სტატიასაპატრიარქო – მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო