საპატრიარქო – მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო

საპატრიარქო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მოქალაქეთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

▪️ მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

▪️ უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს