ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა.

სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

“დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 7 ოქტომბრამდე მიმალვაში იმყოფებოდნენ. მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას” მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.

დაცვის მხარე კი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს
შემდეგი სტატიახაზარაძე – იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება