ხაზარაძე ღარიბაშვილს: მე ამ ანგარიშს დავარქვი „გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში“

„გავეცანი მთავრობის ანგარიშს და გამიჩნდა ერთი კითხვა – ვისი ანგარიშია ეს? არის პრემიერ გახარიას ანგარიში, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოღალატე უწოდა, რომელმაც თანამდებობის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ განაცხადა, რომ კორუფცია და ნეპოტიზმია სისტემაში. იზიარებთ თუ არ თქვენ ამ მდგომარეობას და თუ იზიარებთ, მაშინ რატომ ერთი სიტყვით მაინც არ თქვით ამ სისტემური ყველაზე დიდი პრობლემის შესახებ, რომელიც აფერხებს ჩვენ წინსვლას. მე ამ ანგარიშს დავარქვი გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში ისევე, როგორც გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა. თქვენ გახსოვთ, რომ მე ვიყავით ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მხარს გიჭერდათ როდესაც ხელისუფლებაში მოხვედით და იყო დიდი იმედი, რომ მოხდებოდა გარღვევა. ვერანაირი დიდი იდეა თქვენ ამ ქვეყნაში ვერ განახორციელეთ“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“ბიძა-ძმისშვილის და მათი პარტნიორის, “ოცნების” შტაბის უფროსის კომპანიებს 220 მილიონის ტენდერები მოაგიბინეს”
შემდეგი სტატიახაზარაძე ღარიბაშვილს: კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია