ხაზარაძე ღარიბაშვილს: კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია

„მილიარდი დოლარი შემოდიოდა ინვესტიცია და ახლა გვყავს ერთადერთი ინვესტორი, რომელიც პანამიდან აკეთებს ინვესტირებას, ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პანამიდან რატომ ვერ გავიგე, რა არის დასამალი, თუ ეს არის სუფთა ფული. რატომ შემოდის პანამიდან ინვესტიცია. სხვა ინვესტორი ჩვენს ქვეყნას არ ჰყავს.

600 მილიონი ინვესტიციიდან ნახევარი არის რეინვესტიცია და არანაირი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის. 2018 და 2019 წლებში 34%-იანი ვარდნა გქონდათ. თქვენ რომ გამოდიხართ და გვესაუბრებით 10 წლიან გეგმაზე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დაგიჯერებთ იმიტომ, რომ კომუნისტებიც კი 5 წლიან გეგმას ამტკიცებდნენ იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე ღარიბაშვილს: მე ამ ანგარიშს დავარქვი „გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში“
შემდეგი სტატიახაზარაძე ირაკლი ღარიბაშვილს – ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან