“ბიძა-ძმისშვილის და მათი პარტნიორის, “ოცნების” შტაბის უფროსის კომპანიებს 220 მილიონის ტენდერები მოაგიბინეს”

აუდიტის სამსახურმა სქემა გაშიფრა: ტენდერიდან კონკურენტის მოშორების მიზნით ბიძა-ძმისშვილი საკუთარი კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასებით მანიპულირებდნენ.

მაგალითად, ერთ შესყიდვაში ერთის კომპანია “არქეოპოლისმა” დაახლოებით 400 ათასი ლარით ნაკლები ფასი დაასახელა, თუმცა დოკუმენტაციის წარდგენის ვადას გადააცილა, რის გამოც შესყიდვა ავტომატურად მეორის “ინდიკომ” მიიღო.

სს “არქეოპოლისმა“-მა და “ინდიკომ“ აუდიტის სამსახურის მიერ სქემის გამოვლენის შემდეგ 14 სახელმწიფო ტენდერში დამატებით 29 მლნ ლარი მოიგეს.

“ინდიკოს“ და “არქეოპოლისის“ მფლობელები ქართული ოცნების სენაკის შტაბის ხელმძღვანელი დემურ გადელია და მისი ძმისშვილი, იოსებ გადელიაა.

ოჯახის წევრების კომპანიები აბაშის, მარტვილის, სენაკის, სამტრედიის, ხონისა და ჩხოროწყუს ტენდერებში ერთმანეთის ყალბი კონკურენტები არიან, რითაც აფივადიტის მოთხოვნას არღვევენ.

ბიძა-ძმისშვილის პარტნიორია დავით გვარამია, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარია სენაკის მუნიციპალიტეტიდან.
დავით გვარამია, როგორც გეჯეთის მაჟორიტარი, თემის მოსახლეობას სულ 2-ჯერ შეხვდა, სამაგიეროდ 2020-დან “არქეოპოლისმა” სენაკიდან 6 მილიონის ტენდერები წამოიღო.

ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

banner
წინა სტატიაშივახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს წიაღისეულის, ციხე-სიმაგრეების და სხვა ქონების პრივატიზაცია
შემდეგი სტატიახაზარაძე ღარიბაშვილს: მე ამ ანგარიშს დავარქვი „გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში“