ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა – შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 21 თებერვალს მოაწერა – პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ასკან მამინია. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის არჩევამდე გააგრძელებენ საკუთარი მოვალეობის შესრულებას – “დოიჩე ველე” წერს.
ხალხისადმი გაკეთებულ მიმართვაში ნაზარბაევმა თქვა, რომ მთავრობამ “ეროვნულ ბანკთან ერთად ვერ მოახდინა ეკონომიკის ხარისხიანი ზრდისთვის საჭირო რეალური სტიმულების შექმნა… მოსახლეობის რეალური შემოსავალი არ გაზრდილა, პროდუქტის ფასები კი იზრდება” – თქვა ყაზახეთის პრეზდენტმა.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთი: ათასობით ადამიანი შეიკრიბა გასულ წელს მოკლული ჟურნალისტის პატივსაცემად
შემდეგი სტატია“გაკოტრებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე” – გიგა ბოკერია ეკა ბესელიას ინიციატივის ჩაგდებას აფასებს