სლოვაკეთი: ათასობით ადამიანი შეიკრიბა გასულ წელს მოკლული ჟურნალისტის პატივსაცემად

სლოვაკეთში ჟურნალისტ იან კუციაკისა და მისი საცოლის მარტინა კუშნიროვას მოკვლიდან ერთი წლისთავზე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ხსოვნის აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხსოვნის აქცია სლოვაკეთის 26 ქალაქსა და საზღვარგარეთ 22 ქალაქში ჩატარდა, სადაც სიტყვით ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები გამოვიდნენ. ბრატისლავაში აქციაზე იყო კუციაკის ოჯახიც.
შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მათ მთავრობასთან მოთხოვნები აქვთ და მკვლელობის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. “ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი სახელები, ვინც გასცა ამ საშინელი დანაშაულის ჩადენის ბრძანება” – ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა.

იან კუციაკი და მარტინა კუშნიროვა 2018 წლის 21 თებერვალს ბრატისლავასთან ახლოს მოკლეს. ჟურნალისტი იტალიური მაფიის საქმეებს იძიებადა. სლოვაკეთში თვლიან, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრეზიდენტი: Brexit-ისგან დავიღალე
შემდეგი სტატიაყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა