ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი.

ამ განცხადებით თოყაევი გამოეხმურა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინიციატივას, რომელმაც აღნიშნა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირს და მის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს.

„ახლახან, ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ მომავლის განხილვა არ არის ჩემი კომპეტენცია, მოგეხსენებათ, დავტოვე ეს პარტია და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებაა, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი – ხაბეიშვილი