პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი – ხაბეიშვილი

პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი სხვაობა არ არის სალომე ზურაბიშვილსა და “რუსულ პარტიას” შორის.

„ის (პრეზიდენტი) საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს. თუ მოქმედება უნდა სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, შეუძლია გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. წინააღმდეგ შემთხვევაში ორ რუსულ შიდა ძალას შორის არის დაპირისპირება, რადგან მათ შორის საუბრის გარდა სხვაობა არაფერი არ არის, ქმედებებით აბსოლუტურად იდენტურია. ამიტომ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე ერთმანეთს ეჯიბრებიან – ეს ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა არ საჭიროებს რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანებას და მას ასევე არ სჭირდება ბირთვული იარაღი
შემდეგი სტატიაგვინდა, ვიმსჯელოთ მომავალზე, პარტიის განვითარებაზე, მიშა სააკაშვილის როლზე პარტიის მომავალ განვითარებაში და ქართულ პოლიტიკაში – ცისკარიშვილი