ხატია დეკანოიძემ ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა და საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა. ხატია დეკანოიძემ თანაგუნდელებთან ერთად ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა. დეკანოიძის თქმით, აღნიშნული ბანერების გაკვრით, საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, ასევე ხდება სიძულვილის ენის ტირაჟირება.

ოპოზიცია საოლქო კომისიისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

“ქუთაისში ყოველდღე იმატებს ზიზღის შემცველი ბანერები. ჩვენ სარჩელი შევიტანეთ, მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამბობს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, თუმცა როგორც კი ამ ბანერებს აქტივისტებმა ნაჭერი გადააფარეს, პოლიციამ მაშინვე ჩამოხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩართულია სახელმწიფო. ყველაფერთან ერთად ირღვევა ბავშვთა უფლებები, რომლებიც სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე დარღვეულია „საარჩევნო კოდექსი“. მივმართავთ საოლქო კომისიას, რომ დაუშვებელია, საარჩევნო კამპანია შეიცავდეს ზიზღს და ძალადობის პროპაგანდას, ამიტომ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშითორნკე რიჟვაძეს პალმის რტოები მიუტანეს – აქცია-პერფორმანსი მთავრობის სახლთან
შემდეგი სტატიაკალაძე – მივესალმები დებატებს ყველა კანდიდატს შორის