თორნკე რიჟვაძეს პალმის რტოები მიუტანეს – აქცია-პერფორმანსი მთავრობის სახლთან

აქცია-პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლის წინ – ოპოზიციურად განწყობილმა ახალგაზრდებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს პალმის რტოები მიუტანეს. ამით ისინი რიჟვაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ბათუმში, ზღვაში პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული აშენდება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარაში არც ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი არ განხორციელებულა – იტბორება ქალაქი, გრძელდება უკანონო მშენებლობები, ხელისუფლება კი დუმს. მათი თქმით, ამ ფონზე კუნძულის მშენებლობის იდეა უბრალოდ მოსახლეობის დაცინვაა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – თავისუფლად შეიძლება, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძემ ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა და საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა