კალაძე – მივესალმები დებატებს ყველა კანდიდატს შორის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისასალმებელია დებატების გამართვა ყველა მერობის კანდიდატთან.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგიერთს უნდოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე კანდიდატთან გამართულიყო დებატები, ეს უპატივცემულობა იქნებოდა სხვა კანდიდატების მიმართ.

„მივესალმები დებატებს და ძალიან სასიამოვნოა, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთს უნდოდა, მხოლოდ რამდენიმე კანდიდატთან გამართულიყო დებატები, ეს ძალიან ცუდია და უპატივცემულობა იქნებოდა სხვა კანდიდატების მიმართ. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ 16-ვე მერობის კანდიდატი ერთად დავმსხდარიყავით და გვქონდეს შესაძლებლობა, საზოგადოებას ვესაუბროთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაზე, არ ვიცი აქვთ თუ არა. ვესაუბროთ, ვინ როგორ ხედავს ქალაქის განვითარებას, როგორ წარმოუდგენია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიხატია დეკანოიძემ ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა და საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა
შემდეგი სტატიასაბინე მახლი – გაერო ცდილობს, წინსვლისთვის საქართველოს ყველა მიმართულებით დაეხმაროს