ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს; ჩვენ უნდა გვეყოს სიბრძნე, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა

“კადრებს ვუყურე. დასკვნა: 1. ხელისუფლება ასრულებს დავალებას, ნებისმიერ ფასად ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება!!!

2. სახალხოდ, საჯაროდ, მთელი ერის და მსოფლიოს თვალწინ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, 21-ე საუკუნეში ვუყურებთ ადრექრისტიანული ხანის მარტვილობას. მარტვილობად ძველ ქართულში აღიწერება მოწამეობა მიზნისთვის, იდეისთვის. მარტვილი ანუ მოწამე – თუ მჯეროდეს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ხდება ეს ამბავი.

3. დასავლეთისა და რუსეთის ბრძოლის ველი კიდევ და ისევ საქართველოა: რუსეთი მისთვის ჩვეული, გამაოგნებელი სითავხედით ეუბნება დასავლურ სამყაროს – ჩემი ქართველი ვასალების ხელით, ტყვედ მყავს აყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთელი მსოფლიოს დასანახად ვაწამებ, ფეხქვეშ ვთელავ ყველა დასავლურ ღირებულებას, ადამიანის ყველა ფუნდამენტურ უფლებას, ჰოდა, მოდი, თუ ბიჭი ხარ, დამეჭიდე და დაიხსენიო.

4. აქედან გამომდინარე: სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს; ჩვენ უნდა გვეყოს სიბრძნე, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა; დასავლეთმა უნდა მოინდომოს, რომ დასავლური იდეა და ღირებულებები გადარჩეს, ზოგადად და არა მხოლოდ ამ რეგიონში. რთულია?! მარტივი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელი.”- წერს პოლიტოლოგი,  ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს
შემდეგი სტატიაგვარამია: ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი