სარჯველაძე – სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები ადასტურებს განცხადების აბსურდულობას და იმას, რომ მათი პოზიციები არამყარი და არადამაჯერებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე საუბარისას აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც სპორტული აზარტით უდგებიანკერძო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

„ვინც აქციაზე დადის, ამ ადამიანების ცოტა პატივისცემაც ხომ უნდა ჰქონდეთ? ამ ხალხის წინ და უკან ტარება ასე დაძახებით ხომ არ ხდება? იქნებ, ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს? პასუხისმგებლობას იღებენ და თუ გაიმართება, მივალ და დავშლიო. არარელევანტურია მათი განცხადება და ისე რატომ გავიგეთ, რომ აქცია არის ერთადერთი საფრთხე, რომლის აღკვეთაც კერძო კლინიკაში იქნება შედარებით გართულებული? პრობლემად ხომ იყო დასახელებული, რომ საპატიმრო კორპუსიდან ვიღაც იგინებოდა და არ შეიძლება, იგივე პრობლემა ქალაქში გაჩნდეს და უფრო ძნელად აღსაკვეთი არ იქნება? სტრასბურგის სასამართლოს წერილის დაჯერება და მისთვის ანგარიშის გაწევა ყველაზე კარგი გზაა პოლარიზაციის შემცირებისთვის, რადგან თქვეს, შეწყვიტეთ შიმშილობა და პროცედურებზე დაკვირვება გავაგრძელოთო. სამწუხაროდ, პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც სპორტული აზარტით უდგებიან იმას, კერძო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა. გონივრული საფუძველი უნდა არსებობდეს კერძო კლინიკაში გადაყვანის. თუ ერთ სამედიცინო მანიპულაციას მეტყვით, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს მე-18 დაწესებულება, დაგეთანხმებით, მაგრამ ეს ასე არ არის და ზოგადი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. ეს ყველაფერი გათვლილია გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეზე, რომელსაც შეიძლება, შესაბამისი ინფორმაცია არ ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს; ჩვენ უნდა გვეყოს სიბრძნე, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა