გვარამია: ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი

სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი უფლებადამცველი ნიკა გვარამია მივიდა. მან კომენტარი გააკეთა მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც, თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა:

“ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – “არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა”, ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, ქართულ ოცნებას მივმართავ” ამბობს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილმა უნდა იცოცხლოს; ჩვენ უნდა გვეყოს სიბრძნე, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა
შემდეგი სტატიამელია – ყოველდღე კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები გაიმართება