ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში გადმოიყვანეს

ხაშურში ქმრისგან დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში გადმოიყვანეს. მას გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

ახალგაზრდა ქალს ოპერაცია გუშინ, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, ხაშურში, 28 წლის მამაკაცმა 25 წლის ცოლის მკვლელობა სცადა და მას მუცლის არეში დანით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს პოლიციის თანამშრომელი შეესწრო, რომელმაც მამაკაცის შეჩერება და განიარაღება შეძლო. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჭელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა
შემდეგი სტატიასაბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს