ვერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პარტიიდან ვინმეს გარიცხვას სთხოვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერ დაადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ვინმეს გარიცხვას სთხოვდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ პერიოდში პარტიის საქმიანობაში არ იყო ჩართული და მხოლოდ რჩევით შემოიფარგლებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს პარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართული არ იყო, ამიტომ იმის გაცხადება მოხდა, რომ ის მაშინ შემოიფარგლა მხოლოდ რჩევით. ვერ დავადასტურებ, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ვინმეს გარიცხვას სთხოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. არ მგონია, სწორი ინფორმაცია იყოს. წარმოუდგენელია, რადგან ამის შესახებ არც საუბარი ყოფილა და არც შევსწრებივარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვა სამაგალითოდ სურდა.

banner
წინა სტატიაშიხაშურში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიასემეკ-მა „სვანეთი ჰიდროზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა