ხაშოგის მკვლელობა განზრახული იყო – საუდის არაბეთის პროკურატურა

საუდის არაბელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ იყო განზრახული – საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა. მანამდე ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი დაკითხვის დროს შემთხვევით მოკვდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ჯინა ხასპერი აუდიოჩანაწერის შინაარსს გაეცნო, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტის მკვლელობის დროს იყო ჩაწერილი. მანამდე გავრცელდა, რომ ხაშოგმა მოახერხა საკუთარი მკვლელობის iCloud-ზე გადაცემა ჭკვიანი საათის მეშვეობით.

ჟურნალისტი სტამბოლში 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთმა 22 ოქტომბერს დაადასტურა, რომ ჯამალ ხაშოგი მკვდარი იყო.

banner
წინა სტატიაშიაგური ადამიანის შარდისგან – ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან მყარი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს