შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე
გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე
ხელმძღვანელობს.
ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი
ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები
იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიხაშოგის მკვლელობა განზრახული იყო – საუდის არაბეთის პროკურატურა
შემდეგი სტატიახაშოგის საქმე: ევროპარლამენტი საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია