ხარკოვში უკრაინულ და რუსულ დროშიანებმა იჩხუბეს

ხარკოვში უკრაინულ და რუსულ დროშიანებმა იჩხუბეს

maisssხარკოვში, დიდების მემორიალთან მისულ ორ ჯგუფს შორის ხელჩართული ჩხუბი ატყდა. დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა საზეიმო მსვლელობის დროს უკრაინულ და რუსულ დროშიანებს შორის. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი ხელისფლების მიერ. მათ რიგებში, ვინც ომში მონაწილეთა პორტრეტებით, წითელი დროშებითა და „გეორგიევსკის ლენტით“მარშირებდა, იყო პრორუსულად განწყობილი დეპუტატი, უკრაინის პროგრესულ- სოციალისტური პარტიის წევრი ანდრეი ლესიკი. შეხლა-შემოხლა სწორედ მის მომხრეებსა და ახალგაზრდებს შორის ატყდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის – პოლიციის თანამშრომელი.
აგრესიულ დაპირისპირებას, აგრეთვე, ადგილი ჰქონდა კიევში. აქცია “უკვდავი პოლკის” დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლისთავს ეძღვნებოდა, აქციის მონაწილეებმა ადამიანების გარკვეულ ჯგუფს მოსთხოვეს „გეორგიევსკის ლენტის“ მოხსნა. დავა ჩხუბში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიმეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ
შემდეგი სტატიაოდესის მერიასთან მოლოტოვის 7 კოქტეილი იპოვეს