ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა

დღეს, რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო „ტელეგრამზე“ იუწყება.

„ხარკოვი. მტერმა კვლავ დაიწყო სარაკეტო შეტევები ქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, 16 დაჭრილი და 3 გარდაცვლილია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება, ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა მან.

მანამდე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ხარკოვს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით ბომბავდნენ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსეთიდან მიიღო დავალება, რომ არ მოხდეს რუსეთის ალტერნატიული კორიდორის რეალიზება, რომლის ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით კასპიური ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპის მიმართულებით
შემდეგი სტატიარეზნიკოვი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა