საქართველო „ევროპის სამშვიდობო ფონდიდან“ 30 მილიონ ევროს მიიღებს

ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის „ევროპის სამშვიდობო ფონდიდან“ 30 მილიონი ევროს ოდენობის არალეტალური დახმარების გამოყოფას. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

აღნიშნული ფონდიდან ხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსება.

ამასთან, რიკარდ იოზვიაკი ასევე წერს, რომ გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების დონეზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

„გუშინ ბრიუსელში ელჩების დონეზე საქართველოში შექმნილ ვითარებაზე დებატები გაიმართა. 26-მა წევრმა სახელმწიფომ შეშფოთება გამოთქვა. უნგრეთი დუმს. მალე ევროკავშირმა შესაძლოა, განცხადება გააკეთოს, ასევე შესაძლებელია ევროკომისიისგან განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეესაბამება უცხოური აგენტების კანონი ევროკავშირში გაწერიანების კრიტერიუმებს“, – წერს იოზვიაკი.

banner
წინა სტატიაში11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად “მშობლების მარში” გაიმართება
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე – კობიაშვილი