რეზნიკოვი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ქვეყნის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა, ამისთვის უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილ მილიონიან საბრძოლო ძალას აგროვებს, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გეგმების შემუშავება, რადგან ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად ეს ძალიან საჭიროა. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი ასრულებს დავალებას და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა „ა“, „ბ“ და „გ“, – განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ პარტნიორებს წერილებს უგზავნის, რითაც თავისი სამუშაოს ნაწილს ასრულებს. გენერლები განიხილავენ, თუ რა სახის იარაღი სჭირდებათ, რის შემდეგაც ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა
შემდეგი სტატიაარ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, დღეს გავიცნობ – ხვიჩია