„ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს – პარტია “საქართველოსთვის”

„ოცნება“ ცდილობს სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით დღევანდელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ ძალადობის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათვამი.

გახარიას გუნდის მტკიცებით, ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის.

განცხადების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო ზღვარი გაავლო ძალადობრივ პროტესტსა და მშვიდობიან პროტესტს შორის.

“ამასთან, ხელისუფლება აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და თავს ესხმის საქართველოს მოქალაქეებს – ძალადობს მათზე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, მედია საშუალებას და სხვა აქტორებს, მშვიდი, გონივრული რეაგირება გვქონდეს ოცნების პროვოკაციებზე, არ დავუშვათ რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყანა მშვიდობიანად მივიყვანოთ არჩევნებამდე.” – ნათქვამია განცხადებაშ

banner
წინა სტატიაშიასე გამოიყურება ავტორიტარიზმი სირცხვილი “ქართულ ოცნებას” – ლექსმანი
შემდეგი სტატია11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად “მშობლების მარში” გაიმართება