ვაშაძე – ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსეთიდან მიიღო დავალება, რომ არ მოხდეს რუსეთის ალტერნატიული კორიდორის რეალიზება, რომლის ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით კასპიური ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპის მიმართულებით

ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსეთიდან მიიღო დავალება, რომ არ მოხდეს რუსეთის ალტერნატიული კორიდორის რეალიზება, რომლის ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით კასპიური ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპის მიმართულებით – ივანიშვილმა მიიღო დავალება, ხელი შეუშალოს ამ დერეფნის რეალიზებას, რაც ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საუბარია საქართველოს გავლით უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელებაზე, რომელიც თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან გაზის და ენერგეტიკული რესურსების საქართველოს გავლით ევროპისთვის მიწოდებას და აბრეშუმის გზის აღდგენას ითვალისწინებს.

„საქართველოს გავლით უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტები იწყება ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების და აბრეშუმის გზის სრულად აღდგენის თვალსაზრისით. ვიდრე ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, საქართველოში იმყოფება ათობით სპეციალისტი, რომელიც სწავლობს, თუ რა ინვესტიციები უნდა ჩადონ, რომ საქართველოს გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება გაიზარდოს ევროპული მიმართულებით. ამისთვის სრული მზაობა გამოთქვა არამხოლოდ აზერბაიჯანმა, ასევე, ყაზახეთმა. ოლიგარქიული რეჟიმის დავალება სამწუხაროდ, არის რუსეთის მხრიდან, რომ გადაკეტოს ერთადერთი არტერია გაზის და ენერგეტიკული რესურსების მიწოდება საქართველოს გავლით. საუბარია რუსეთიდან მიღებულ კონკრეტულ დავალებაზე, რომ არ მოხდეს რუსეთის ალტერნატიული კორიდორის რეალიზება, რომლის ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით კასპიური ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპის მიმართულებით. გათვლა არის რომ თურქეთის, საქართველოს, მომავალში კი შავი ზღვის გავლით მიწოდოს ევროკავშირს ყაზახური, თურქმენული გაზი და ნავთობი, რაზეც ამ ქვეყნებმა განცხადება გააკეთეს. შესაბამისად, ივანიშვილმა მიიღო დავალება რუსეთისგან, რომ გადაკეტოს ეს გზა მაქსიმალურად იმით, რომ აქ დაამყაროს საბოლოოდ ოლიგარქიული რეჟიმი და ხელი შეუშალოს ამ დერეფნის რეალიზებას, რაც ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა. რუსული დავალების განხორციელებაში ჩართულია ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი, ამის შესახებ იცის ყველამ და იმ ადამიანების საწინააღმდეგო ქმედებებს, ვინც ახლა აქ მუშაობენ, გეგმავს “ოცნება”,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს – აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები „არ გააპრავოს“
შემდეგი სტატიახარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა