ყარაბაღის კონფლიქტი-დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია 20-მდე სომეხი ჯარისკაცი

მთიანი ყარაბღის არაღიარებული რესპუბლიკისკენ ცოცხალი ძალისა და სამხედრო მანქანების ნაკადი სომხეთიდან არ წყდება.  სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფიც.

“ამ დროისთვის ადგილზე შედარებით სიმშვიდეა, გუშინდელი ბრძოლების შემდეგ დაძაბულობის დონემ დაიკლო. დღეს დილით როგორც სომხური და ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, აზერბაიჯანულმა მხარემ განახორციელა შეტევა ერთ-ერთ რაიონზე თუმცა ეს არი არის დაზუსტებული ინფორმაცია. ადგილობრივი ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება დაღუპულებს ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს  სომხურ მხარეს, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით დაღუპულია 2- მდე სომეხი ჯარისკაცი. ამ დროისთვის მცირე შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს ფრონტის რამდენიმე მიმართულებით. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა შედის,“ – აცხადებსკურიერის კორესპოდეტი დავით კაკულია კონფლიქტის ზონიდან.

 

წყარო: http://rustavi2.com/ka/news/43415

banner
წინა სტატიაშიგაზსაგასამართ სადგურზე მომხარი აფეთქების ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ
შემდეგი სტატია“შესაძლოა მოგვთხოვონ საჰაერო სივრცე ან ჩვენი ტერიტორია,” – ელენე ხოშტარია ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრობს