გაზსაგასამართ სადგურზე მომხარი აფეთქების ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ

გურამიშვილის გამზირზე გასაგასამართ სადგურზე მომხარი აფეთქების ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. გაზგასამართი სადგურის ტერიტორია სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ძირითადი ნაწილი დაზიანებულია.

როგორც თვითმხილველები  აცხადებენ, შემთხვევა დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა. თვითმხილველები აღნიშნავენ, ავტომობილი გაზის ბალონის დატუმბვის დროს აფეთქდა.
აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი. საქმეზე გამოძძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ფორუმი გახსნა
შემდეგი სტატიაყარაბაღის კონფლიქტი-დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია 20-მდე სომეხი ჯარისკაცი