“შესაძლოა მოგვთხოვონ საჰაერო სივრცე ან ჩვენი ტერიტორია,” – ელენე ხოშტარია ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრობს

ელენე ხოშტარია:
“შესაძლოა მოგვთხოვონ საჰაერო სივრცე ან ჩვენი ტერიტორია,” – ელენე ხოშტარია ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრობს
დღეს, 12:41

2

ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს ექსპერტები საქართველოსთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებენ. ანალიტიკოსების განმარტებით, კონფლიქტში რუსეთის როლის გათვალისწინებით, თბილისისთვის პოლიტიკური ვითარება შესაძლოა გართულდეს.

“ჩვენთვის ეს დღეს უკვე არის სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა, პირველ რიგში რუსეთის იმ შესაძლო ქმედებების გამო, რასაც რუსეთი მოიმოქმედებს ამ კონფლიქტში. შესაძლოა მოგვთხოვონ საჰაერო სივრცე ან ჩვენი ტერიტორია, რომ გიუმრის ბაზა გაამაგრონ ან რაღაცა ტიპის სამხედრო მოქმედებები მოიმოქმედონ. ამიტომ ჩვენ დღეს უდნა ვიყოთ დაკავებულები არა პირადი ცხოვრების ნაგავში ქექვით, არამედ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევით რომელიც გვაქვს,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარის გია ნოდიას თქმით, შესაძლოა ჩვენი რეგიონში სანდოობა პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დაეცეს.

“ძალიან ძნელია დასაბუთება, რომ რუსეთმა მოაწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთის ინტერესი არის ერთის მხრივ იმაში, რომ მან შეიძლება ასე ვთქვათ თავისი აუცილებლობა დაანახოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მხოლოდ მას შეუძლია გაჩერება ამ კონფლიქტის, ეს შედარებით კარგ ვარიანტში. მეორეს მხრივ მის ინტერესებშია, რომ ჩვენი რეგიონში სანდოობა პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დაეცეს“ – აღნიშნა ნოდიამ.

banner
წინა სტატიაშიყარაბაღის კონფლიქტი-დაუზუსტებელი ინფორმაციით დაღუპულია 20-მდე სომეხი ჯარისკაცი
შემდეგი სტატიათელავის შემდეგ, ბუნებრივი აირი სენაკის მოსახლეობასაც გაუძვირდა