ხანძარი “ვითიბი ბანკში” – ადგილზე სახანძრო ჯგუფი იმყოფება

თბილისის ცენტრში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ვითიბი ბანკში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ცნობილია, ცეცხლი შენობის სახურავზე კონდიციონერის სისტემას გაუჩნდა. დაიწვა 4 კვადრატული მეტრი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ ვიზრუნებთ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნაზე, რომელიც დაეფუძნება ჩრდილოვანი კაბინეტის მოდელს”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე – ამ საქმეს კონტროლზე ავიყვანთ