გიორგი გახარია მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე – ამ საქმეს კონტროლზე ავიყვანთ

ჟურნალისტების უფლება ჩვენს ქვეყანაში არის სრულად დაცული და თავისუფლება აბსოლუტური, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჟურნალისტის კითხვას.

„ამ საქმეს ავიყვანთ კონტროლზე და ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტი, მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რამდენად და რა ხარისხის თავისუფლება აქვს მუშაობის დროს ჟურნალისტს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

„რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიხანძარი “ვითიბი ბანკში” – ადგილზე სახანძრო ჯგუფი იმყოფება
შემდეგი სტატია,,გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დადგეს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება”