,,ჩვენ ვიზრუნებთ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნაზე, რომელიც დაეფუძნება ჩრდილოვანი კაბინეტის მოდელს”

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი პარტია აპირებს დაამყაროს სისტემური კავშირი იმ 36 037 მოქალაქესთან, რომლებმაც მას მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირეს. ამის შესახებ უსუფაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „შენების მოძრაობა“ ევროკავშირის დემოკრატიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ოფისიდან გაუძღვება.

„ამ პროექტის ფარგლებშივე უახლოეს ხანებში გავხსნით 10 რეგიონულ ოფისს და განვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას, მაგალითად, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს მიერ მიღებულ 36 037 მოქალაქის მხარდაჭერას ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაციის შესაქმნელად და გასაძლიერებლად გამოვიყენებთ და დავამყარებთ სისტემურ კავშირს ყველა იმ მოქალაქესთან, ვინც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას მოისურვებს ყველა მუნიციპალიტეტის ყველა საარჩევნო უბნის დონეზე. მნიშვნელოვნად გააქტიურდება ჩვენი საქმიანობა საკრებულოებშიც. უახლოეს ხანებში ჩვენ გადავალთ განვითარების ახალ ეტაპზე და ვიზრუნებთ პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნაზე, რომელიც დაეფუძნება ჩრდილოვანი კაბინეტის მოდელს. ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ არ ვხმარობთ ტერმინებს „მესამე პოლიტიკური ძალა“ თუ „მეცხრე პოლიტიკური ძალა“. ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიული დემოკრატია და „შენების მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებს შეხვდება როგორც ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს“, – განაცხადა უსუფაშვილმ

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს რკინიგზის” განცხადება
შემდეგი სტატიახანძარი “ვითიბი ბანკში” – ადგილზე სახანძრო ჯგუფი იმყოფება