ხანძარი ბუდაპეშტის ქუჩაზე – გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ სამაშველო ბრიგადას ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი დახვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 112-ში შეტყობინება დაკვამლიანების თაობაზე შევიდა.მათივე ინფორმაციით, ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა.

„სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახების ადგილზე დროულად მივიდა. ხანძარი მაშველებს 8 კვ.მ-ზე დახვდათ. ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხდა, რის შემდეგაც სამაშველო ბრიგადამ ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშირუსეთი და ირანი აფრთხილებენ ამერიკას
შემდეგი სტატია(video) გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშილს უკავშირებს