რუსეთი და ირანი აფრთხილებენ ამერიკას

რუსეთმა და ირანმა აშშ გააფრთხილეს, რომ სირიაში “წითელი ხაზის” კიდევ ერთხელ გადაკვეთის შემთხვევაში, ისინი მას პასუხს გასცემენ. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი The Independent. ამერიკის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვის შემდეგ სირიის მოკავშირეები ირანი და რუსეთი აცხადებენ, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს. “ამერიკამ ჩვენი საპასუხო შესაძლებლობები კარგად იცის “, – ნათქვამია ერთობლივი სარდლობის ცენტრის განცხადებაში.
თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ავიაბაზის დაბომბვა იყო “მსოფლიოს პასუხი” ბაშარ ასადს, რომლის არმიამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გაზი გამოიყენა.
გუშინ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუხანმა განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმას, რომელიც აშშ-მ განახორციელა სირიის სამთავრობო აეროპორტზე, “ტერორისტები ზეიმით შეხვდნენ”. თავის გამოსვლაში ირანის სახელმწიფო ტელევიზიით მან ტრამპს მიმართა: “რატომ ეხმარებით ტერორისტულ დაჯგუფებებს და მხარს უჭერთ მათ თქვენი მოქმედებებით?”
შეგახსენებთ, რტომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” გაუშვა სირიის სამხედრო აეროპორტის მიმართულებით. აშშ-ს პრეზიდენტმა სარაკეტო დარტყმებს შურისძიება უწოდა.

banner
წინა სტატიაში(video) სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა
შემდეგი სტატიახანძარი ბუდაპეშტის ქუჩაზე – გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი