(video) გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმის ფაქტს სუს-ის უფროსის მოადგილეს, სოსო გოგაშილს უკავშირებს

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს ძალოვან უწყებებში გავლენიანი მფარველები ჰყავთ. მისი აზრით, თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად საკმარისი ფაქტები არსებობს, თუმცა გელა ხვედელიძეს უკვე ეჭვი ეპარება, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე “პოსტსკრიპტუმთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი დაასახელა. “ძირითადად ეგ ახორციელებდა წლების განმავლობაში ჩემთან მიმართებაში გარკვეულ ოპერატიულ ღონისძიებებს“, – აცხადებს გელა ხვედელიძე.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, სუს-ს, კერძოდ კი უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს, ის პირად მტრად ჰყავდა გამოცხადებული. გელა ხვედელიძე გამორიცხავს, რომ სოსო გოგაშვილის გარდა რომელიმე გავლენიან პირს შეეძლოა მის წინააღმდეგ თავდასხმა განეხორციელებინა. ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ტიპის თავდასხმები სხვადასხვა სახის ინფორმაციის მქონე ადამიანების წინააღმდეგაც დაიგეგმოს.

2013 წლის ივნისში ის თანამდებობიდან შიდა დაპირისპირების ფონზე გაათავისუფლეს.

 

https://youtu.be/wJ7N1sAb3hE

banner
წინა სტატიაშიხანძარი ბუდაპეშტის ქუჩაზე – გარდაცვლილია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება