უზენაეს სასმართლოს დიდმა პალატამ შეკრება დაიწყო – “რუსთავი 2” გადაწყვეტილების მოლოდინში

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შეკრება უკვე დაიწყო. სასამართლოს დიდმა პალატამ დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე უნდა იმსჯელოს, თუმცა სხდომის დაწყების ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან მოსამართლეთა პალატა საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. ამ დროისათვის სასამართლოში იმყოფებიან მოსამართლეები ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას. უზენაეს სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებაც მიიღონ, რომელიც საბოლოოა და ქვეყნის მასშტაბით აღარ საჩივრდება.

დიდ პალატაში უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე შედის, რომელთაგან ორის აცილება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უკვე მოითხოვეს – საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე და ასევე მოსამართლე მზია თოდუაზე, რომელიც არჩევნების დროს პარტია ქართული ოცნების შემწირველია.

დღესვე უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია იგეგმება, რომელშიც ტელეკომპანიის თანამშრომლები და არხის სახეებიც მიიღებენ მონაწილეობას. ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაში,,რა ვქნათ ახლა, ზუგდიდიში წავიდეთ, ჩავიცუცოთ და ქურდებს დავუძახოთ, რომ ჩვენ ნარმანიასთან გავარკვიოთ ვითარება?!”-ელისაშვილი
შემდეგი სტატიახალვაშის ადვოკატი რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება