ხალხი, რომელსაც რეაგირება თვალების დათხრაზე არ ჰქონიათ, გამოვარდნენ და საერთაშორისო მასშტაბით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს – დეკანოიძე გაბუნიას მონოლოგზე

„მთელი ეს ხალხი, რომელსაც პროტესტი არ გამოუხატავს და მყისიერი რეაგირება თვალების დათხრაზე, გავრილოვის ვიზიტზე აღშფოთებულები არ ყოფილან, გამოვარდნენ და საერთაშორისო მასშტაბით, Twitter-ზე Facebook-ზე, ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. ეს იყო სრული ლუსტრაცია,“ – ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ხელისუფლების პირველი პირების მიერ გააკეთებული განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტმა, უმრავლესობის ლიდერებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრმაც კი, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის საავტორო მონოლოგზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, საგანგებო განცხადებები გააკეთეს და შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირება ითხოვეს.

ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო პირებს, რომლებსაც გავრილოვის ვიზიტი და სისხლიანი ღამე საერთოდ არ შეუფასებია, გაბუნიას გამოსვლაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

დეკანოიძე გამოყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა გაბუნიას სიტყვებზე რეაგირებისკენ.

„შალვა რამიშვილმა დაწერა, თუ გახსოვთ, „ერთად დავამთავროთ რუსთავი 2“ და ამ განცხადებების შემდეგ მოახდინა მობილიზაცია ხელისუფლებასთან ასოცირებული ფაშისტური ჯგუფების, სუს-ის პროვოკატორების, „ქართული ოცნების“ აქტივისტების, რუსთავი 2-თან და ძალადობას მოუწოდებდნენ. სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ე.წ., კალაძე და ყველაზე აღმაშფოთებელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მოუწოდებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მატ მოეხდინათ რეაგირება გიორგი გაბუნიას განცხადებებზე. მთელი ეს ხალხი, რომელსაც პროტესტი არ გამოუხატავს და მყისიერი რეაგირება თვალების დათხრაზე, გავრილოვის ვიზიტზე აღშფოთებულები არ ყოფილან, უფრო მეტიც, ხელი შეუწყეს მათ ჩამოყვანას და დღემდე უხდიან გახარიას მადლობას, ეს ადამიანები გამოვარდნენ და საერთაშორისო მასშტაბით, Twitter-ზე Facebook-ზე, ოფიციალური განცხადებები გააკეთეს. ეს იყო სრული ლუსტრაცია,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება გიორგი გაბუნიას განცხადებებს მედიის კონტროლისთვის გამოიყენებს“ – მედიაექსპერტები
შემდეგი სტატიახელისუფლება ამ განცხადებებით ტელეკომპანიას ვერ შეახოცავს საკუთარ პრობლემებს, მას მაინც მოუწევს გახარიას გადაყენება და გაშვება – კორძაია