„ხელისუფლება გიორგი გაბუნიას განცხადებებს მედიის კონტროლისთვის გამოიყენებს“ – მედიაექსპერტები

მედიაექსპერტები „რუსთვი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ეს სკანდალური განცხადება შესაძლოა, მედიის კონტროლისთვის გამოიყენოს. ამასთან, მედიაექსპერტები არ გამოირცხავენ, რომ ქვეყნაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნას.

„მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ,“ – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას მონოლოგი პროფესიონალურ ჭრილში განსახილველი საკითხია.

„ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ხელისუფლების განსახილველი საკითხი, არ მახსენდება სხვა შემთხვევა,როდესაც ხელისუფლება ასე ერთსულოვნად შუაღამისას შეთანხმდა ერთ საკითხზე. თურმე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე დგას ქვეყნის სტაბილურობა,“- ამბობს ძველიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ეს გავეშებული ბრბო საიდან გაჩნდა?“ – ელისო კილაძე გაბუნიას განცხადებით აღშფოთებულებს მიმართავს
შემდეგი სტატიახალხი, რომელსაც რეაგირება თვალების დათხრაზე არ ჰქონიათ, გამოვარდნენ და საერთაშორისო მასშტაბით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს – დეკანოიძე გაბუნიას მონოლოგზე