ხელისუფლება ამ განცხადებებით ტელეკომპანიას ვერ შეახოცავს საკუთარ პრობლემებს, მას მაინც მოუწევს გახარიას გადაყენება და გაშვება – კორძაია

„მთავარი და მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ხელისუფლება ამ განცხადებებით ვერც ერთ ტელეკომპანიას ვერ შეახოცავს საკუთარ პრობლემებს, მას მაინც მოუწევს გახარიას გადაყენება და გაშვება,“ – ეს განცხადება, “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.

თამარ კორძაია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ ხელისუფლების წამომადგენლების განცხადებები ზღვარგადასულია.

„გაბუნიას უხამსი განცხადების გამო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ბოდიშის მოხდის ფონზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის, განცხადებები, არის ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი. იმიტომ, რომ ერთმა ტელეკომპანიამ აღიარა საკუთარი შეცდომა, საზოგადოებას მოუხადა ბოდიში, ხოლო პარალელურად ხელისუფლება გამოდიოდა განცხადებით, რომლითაც დაგეშა ის ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ “რუსთავი 2”-თან. ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ თავიანთი განცხადების შინაარსი. მე მგონია, რომ მათ ესმით და ეს შეგნებულად გააკეთეს, იმიტომ რომ თანამდებობაზე, როცა ხარ მაშინ შენს სიტყვას სხვა ფასი აქვს და მთელ მსოფლიოს ანახეს საკუთარი შეშინებული სახე პუტინთან მიმართებაში და მოუსიეს მერე თავიანთი მხარდამჭერები თუ მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ჰყავთ მხარდამჭერების სახით,“ – განაცხადა კორძაიამ.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტმა, უმრავლესობის ლიდერებმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის საავტორო მონოლოგზე, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, საგანგებო განცხადებები გააკეთეს და შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირება ითხოვეს.

banner
წინა სტატიაშიხალხი, რომელსაც რეაგირება თვალების დათხრაზე არ ჰქონიათ, გამოვარდნენ და საერთაშორისო მასშტაბით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს – დეკანოიძე გაბუნიას მონოლოგზე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ეს არ იყო ერთი ჟურნალისტის განცხადება, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიადგეს სახელმწიფოს