ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში მესტიას ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიუნული ტურნეს ფარგლებში სააგენტო დღეს, 9 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წარმომადგენელსა და ახალგაზრდულ საკით

ხებში ჩართულ ადგილობრივ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშნული მიმართულების ფარლებში სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია.

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ განვითარება გულისხმობს, რომ საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც კოორდინაციისა და აღსრულების ნაწილშია ჩართული.

ამ მიმართულებით სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა. სააგენტო მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას ახორციელებს 4 ეტაპად.

ამასთან, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლელბლობები.

ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

banner
წინა სტატიაშიმიმდინარე წელს გლდანის რაიონში ჯამში, 16 ფიტნეს ზონა მოეწყო
შემდეგი სტატიააფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა