ყალბი პირადობების საქმეზე დღეს პროკურატურაში ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენ

პროკურატურაში დღეს ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ცინცაძეს, გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

საქმე ეხება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავას, მიერ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პირების პირადობის მოწმობების პოვნას, რომლებიც, მისი თქმით, ერთ-ერთ სარდაფში რამდენიმე ერთად იყო გადაყრილი.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს პირადობები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისთვის სჭირდებოდა.

ამ საკითხზე საგანგებო პრესკონფორენცია დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა, ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კახა ასკურავასთან, ერთად გამართა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ პირადობის მოწმობების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის ადგილობრივი თანამშრომლის, ნუგზარ ცინცაძის, მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს, პირადობის მოწმობები ნეკროლოგებისთვის სჭირდებოდათ, სიცრუე და ხელისუფლების დაკვეთილი პიარია.

banner
წინა სტატიაში,,პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა”
შემდეგი სტატიაყვითელი ჟილეტის მოძრაობა-საფრანგეთში პროტესტის ტალღა გაიზარდა