ყვითელი ჟილეტის მოძრაობა-საფრანგეთში პროტესტის ტალღა გაიზარდა

საფრანგეთში უნტისახელმწიფოებრივი პროტესტი გრძელდება, დაახლოებით 90 000 პოლიციელია ქუჩაში მობილიზებული.

8000 ოფიცერი და 12 შეიარაღებული გადამზიდი განაწილებულია პარიზში,ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც დაახლოებით 1 000 ადამიანია შეკრებული. ეიფელის კოშკი დაკეტილია.

,,ბიბისის” ინფორმაციით, ამ დროისთვის პარიზში დაახლოებით 34 ადამიანია დაკავებული, მათივე ინფორმაციით ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 127 ადამიანი დააპატიმრეს.მათი თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო ტალღა სამი კვირის წინ დაიწყო, საწვავის ფასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიყალბი პირადობების საქმეზე დღეს პროკურატურაში ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენ
შემდეგი სტატია,,შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან”