,,პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და ხაზგასმულია ამ საშინელი დანაშაულის მიუღებლობა”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს.

ზალკალიანის თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება – საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთო-ს დოკუმენტებში საუბარი იქნება ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია ამ საშინელი მკვლელობის მიუღებლობა. აუცილებელია, რომ ეუთო-ს თანამეგობრობის და წევრი ქვეყნების მხრიდან მიღებული იყოს ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც მსგავსი სახის დანაშაული ჩაიდინა,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიაყალბი პირადობების საქმეზე დღეს პროკურატურაში ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენ